ამერიკა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩასატარებლად საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აწვდის

ამერიკა არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას აწვდის, – აღნიშნულ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აკეთებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები აწვდის საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. საქართველოში არჩევნებს მხარს ვუჭერთ 20 წელზე მეტია, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პარტნიორობით ვაშენებთ სისტემას, რომელიც მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის მისაღწევად. ჩვენ ასევე ვეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს, რომ საკუთარი პროგრამები მიმართონ ამომრჩეველთა პრიორიტეტებისკენ და არა გაყოფილი პერსონალური პოლიტიკისკენ“, – აღნიშნა დეგნანმა.