წარსდგენისას სააკაშვილმა საკუთარ თავს ხან გორელი, ხან კი მეგრელი უწოდა

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავს ხან გორელი, ხან კი მეგრელი უწოდა. აღნიშნული განცხადებები მან გორში და სამეგრელოში წარსდგენისას გააკეთა.

გთავაზობთ სათითაო განცხადებას უცვლელად:
მიხეილ სააკაშვილი გორში:
რა თქმა უნდა, ჩვენ სააკაშვილები გორიდან ვართ. 

ბაბუაჩემი, მიშა სააკაშვილი გორიდან არის და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის გორელობა და ძალიან მაგარი ქართველობა ერთმანეთის სინონიმებია…

მიხეილ სააკაშვილის განცხადება სამეგრელოში:

ბოლოს თქვენი ოპერატორი, რომელსაც ესროლა მძარცველმა, იყო ნიმუში უბრალოდ ქართველი ჟურნალისტის გამბედაობსი კი არა, ქართველი ადამიანის, მეგრელის გამბედაობის, ცნობისმოყვარეობის, ყველანაირ რისკზე წასვლის, იმისათვის, რომ შენი პროფესიული მოვალეობა შეასრულო.  

ნუ, ასეთები ვართ ჩვენ, მეგრელები, აბა რა.

მსგავსი სტატიები