მიუხედავად პანდემიისა ქვეყანაში ყველა საწარმო გაიხსნა, – ტრამპი

აშშ-ს ლიდერი უისკონსინის შტატის ქალაქ უოკეში მხარდამჭერებს შეხვდა. მისივე აღნიშვნით, მიუხედავად პანდემიისა ქვეყანაში ყველა საწარმო და მათ შორის სკოლაც გაიხსნა.

„კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად ჩვენ ცხოვრება უნდა განვაგრძოთ. ჩემი ვაჟი ბარონი კორონავირუსით დაინფიცირდა, 15 წუთის შემდეგ ექიმებს ვკითხე და ის თავს უკვე კარგად გრძნობდა. პირველი ლედიც დაინფიცირდა და მეც. თუმცა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე ვდგავარ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ყველაფერთან ერთად ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„მძინარე ჯოს“ ძალიან ნეგატიური ხედვა აქვს. ის მოსახლეობას მუდმივად ბნელი ზამთრის შესახებ ესაუბრება. მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი ტრამპის ეკონომიკურ ბუმსა და ბაიდენის „ლოკდაუნს“ შორის. მას მთელი ქვეყნის ჩაკეტვა სურს“, – დონალდ ტრამპი.

მსგავსი სტატიები