„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია არის “ფეიკ ნიუსი”

ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება, – აღნიშნულ განცხადებას შსს-ში აკეთებენ.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები