სერ პოლ მაკკარტნი უახლოეს მომავალში ახალ ალბომს გამოუშვებს

სერ პოლ მაკკარტნი უახლოეს მომავალში ახალ ალბომს გამოუშვებს, რომელიც მან კარანტინის პერიოდში ჩაწერა.

ალბომს McCartney III ერქმევა და ის გაგრძელება იქნება McCartney I-ის და McCartney II-ისა.

“უბრალოდ რაღაცებს ვმაიმუნობდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი ალბომად დასრულდებოდა. ამით საკუთარ თავსა და ჩემს მსმენელს შევახსენე, რომ უნდა ჩავჭიდოთ ხელი კარგ რამეებს და ასე გავუძლოთ პანდემიას”. – აღნიშნავს მაკკარტნი.

მისივე აღნიშვნით, ალაბომში რამდენიმე სიმღეა კორონავირუსის პანდემიის გამოძახილია.

მსგავსი სტატიები