ჯერჯერობით, ქვეყანაში კორონავირუსის გარდა, “გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა”

ჯერჯერობით, ქვეყანაში კორონავირუსის გარდა, რინოვირუსი ცირკულაირებს და “გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა”, – აღნიშნულ განცხადებას ამირან გამყრელიძე აკეთებს და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რისკჯგუფის წარმომადგენლებს გრიპის აცრა გაიკეთონ.

“გრიპის ვირუსის გამოჩენას ველით ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ იმ მაღალ რისკ ჯგუფებს, ვისთვისაც პირველი პარტია ვაქცინა შემოვიტანეთ, აიცრან.  ათ დღეზე მეტია, განაწილებულია ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ სამწუხაროდ, დღეისთვის მხოლოდ 5 000 ადამიანი აიცრა” – აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე აღნიშვნით, 25 ოქტომბერს გრიპის ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის კიდევ 77 000 დოზა ჩამოვა, ნოემბრის პირველ რიცხვებში 100 000 დოზა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში – კიდევ 23 000 დოზა.

“ამით დიდი რისკ ჯგუფები აიცრებიან. კიდევ, დამატებით კერძო სექტორს ექნება 40 00 დოზა, ამიტომ ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო-ნოემბრის თვე იქნება გრიპის საწინააღმდეგოდ აქტიური იმუნიზაციის პერიოდი, თუმცა, გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონი, არასოდეს გვიან არ არის, თუმცა, ჯობია, ეს იყოს ახლა” – ამირან გამყრელიძე.

მსგავსი სტატიები