“43 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს 500 ათას დოლარად და თქვენ, წარუმატებლობაზე საუბრობთ”

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში გუშინ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ:

“43 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს 500 ათას დოლარად და თქვენ, წარუმატებლობაზე საუბრობთ. პოლიციელებმა, უცხო ადამიანების სიცოცხლის სანაცვლოდ, საკუთარი – შესთავაზეს, ამას ჰქვია გმირობა და ვაჟკაცობა.

ბოდიში მომითხოვია და რამდენი ღირს თქვენი ან სხვისი სიცოცხლე?

ღირებულებითი ომია დღეს, დღევანდელი ხელისუფლება ირჩევს ადამიანს, რომლის შეფასებაც შეუძლებელია!!!!

და ყველაზე მთავარი: ებრძვით პუტინს და მხარს უჭერთ ნორდოსტს? არ გამოვა ეგ ამბავი, წარსულს ჩაბარდა ჯალათები, რომლებიც დღეს შეცვალა – გმირებმა!!!

წერტილი.”

მსგავსი სტატიები