“რუსულ სადაზვერვო სამსახურებს კიბერთავდასხმა არასდროს განუხორციელებიათ”, – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ორგანიზატორობით მავნე კიბერშეტევების სერია განხორციელდა, რაც ოლიმპიადასთან იყო დაკავშრებულ. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების მოწოდება, ყველაფერში რუსეთი და რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დაადანაშაულოს, რუსოფობიის ნიშანია.

„ვწუხვართ, რომ ვხედავთ რუსეთისა და რუსული სადაზვერვო სამსახურების ყველაფერში დადანაშაულების ტენდენციას, არც რუსეთსა და არც რუსულ სადაზვერვო სამსახურებს კიბერთავდასხმა არასდროს განუხორციელებიათ, მითუმეტეს, ოლიმპიადაზე“, – აღნიშნავს პესკოვი.