“ქუთაისი, როგორც ქალაქი, იძენს ახალ ფუნქციას, მისიას”, – გახარია

საქართელოს მთავარსარდალმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამოშვებული თითოეული სტუდენტი უნდა იყოს და იქნება ამ ქვეყნის სიამაყე.  ეს ყოველთვის იყო მეცნირების, კულტურის, განვითარების ცენტრი, მაგრამ დღეს საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს.

„მესმის, რომ ეს თქვენს [სტუდენტების] ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მესმის, რომ არაორდინალური დღეცაა, იმიტომ, რომ თქვენ სტუდენტური ცხოვრების პირბადეებით დაწყება გიწევთ. ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ ეს ის რეალობაა, რომელსაც თქვენ უნდა შეეგოთ. ჩვენ ყველანი უნდა შევეგუოთ. ესეც გაივლის, მაგრამ დარჩება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დარჩება თქვენი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. ეს იქნება თქვენი გასაკეთებელი, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რამხელა მნიშვნელობა აქვს გამართულ, სრულფასოვან, ძლიერ განათლების სისტემას, იმისთვის, რომ საქართველომ გადადგას განვითარების შემდგომი მძლავრი ნაბიჯი და ამ საკითხში, ფუნდამენტურ მეცნიერებებსა და განათლებას აქვს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა. ეს არის ქველმოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი აქტი, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა.

მინდა ჩვენმა სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მათ სულ ახალ, სულ სხვა მსოფლიოში მოუწევთ ცხოვრება, რადგან გლობალური გამოწვევები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფუნდამენტური განათლება არის ერთადერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ ამ გამოწვევებისგან სწორი გამოსავალი ვიპოვნოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ეს არ იქნება ჩვენი თაობის სტუდენტობა, მეცნიერება, ეს იქნება სულ სხვა ხარისხის გამოწვევები და რა თქმა უნდა, თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ”, – აღნიშნა გახარიამ.