ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ

ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ, – აღნიშნულ განცხადებას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აკეთებს.

„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ“,- აღნიშნავს მინისტრი.