საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები შესაძლოა კვლავ დაწესდეს

ნათია მეზვრიშვილის აღნიშვნით, შესაძლებელია რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით – შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნავს მეზვრიშვილი.