“საქართველო ეკონომიკის 5 პროცენტიან ზრდას ელოდება”, – მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, აღნიშნა, რომ ვვარაუდობთ, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას.
„მე ზოგადად გეტყვით, რამდენად სწრაფად და ეფექტურად წავა ჩვენი ეკონომიკური აღდგენის პროცესი, სავარაუდოდ, ვვარაუდობთ, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას. თუმცა კიდე გიმეორებთ – იმდენად დინამიურია ყველა ეს მოვლენა, შეგახსენებთ, მაგალითად, გაზაფხულზე ფაქტიურად ყოველ კვირა ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროცესებს, შესაბამისად იმისდა მიხედვით, რამდენად ეფექტურად და სწრაფად წავა პროცესი, თუმცა, მე იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად სწრაფად წავა აღდგენითი პროცესი“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

მსგავსი სტატიები