ლარის კურსთან დაკავშირებით სებ-ი ადეკვატურად მოქმედებს, – მაჭავრიანი

ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი ადეკვატურად მოქმედებს, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავრიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ვირტუალურად იმყოფება სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ეროვნული ბანკიც მათთან არის მუდმივ კონტაქტზე. დარწმუნებული ვარ, რომ სებ-ი ადეკვატურად მოქმედებს და მომავალშიც ასე მოიქცევა. ეს ქმედებები მეტია თუ ნაკლები, დავუტოვოთ სებ-ს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.