“ყველა ექიმი, რომელიც კორონავირუსის მართვის პროცესშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს”

ყველა ექიმი, რომელიც კორონავირუსის მართვის პროცესშია ჩართული, სახელფასო ანაზღაურების 50%-ს დანამატის სახით მიიღებს, – აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აკეთებს. ამასთან, ექიმების გარდა დანამატს სამედიცინო პერსონალის ყველა რგოლის წარმომადგენელი მიიღებს.
„დღეს ჩვენ მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც პირველ რიგში ეხება ექიმებს, რომლებიც არიან ჩართულები კოვიდკლინიკებში. მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა გათვლა სახელფასო ფონდის და იმ ექიმების, რომლებიც არიან ჩართულები, მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად. ჩვენ გავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ ექიმთა და უმცროს ექიმთა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების, რომლებიც არიან აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, გარდა ამისა, ის თერაპევტები და ექთნები, რომლებიც ამ პროფილს ფარავენ. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც ყველა ექიმს ექნება 50%-იანი დანამატი ხელფასზე”, – აღნიშნავს ტიკარაძე.

მსგავსი სტატიები