“საქართველოს ბიუჯეტი უნდა განახევრდეს”, – ჯაფარიძე

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ 2021 წლის ბიუჯეტი არასწორადაა გათვლილი.

„იმდენად არარეალური რიცხვებია, რომ ამ პერიოდში, როდესაც  ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ, გაუგებარია.  ეკონომიკა მკვდარია. ახლა  15 მილიარდი გვაქვს და 2 მილიარდით ბიუჯეტის გაზრდა შეუძლებელია. საიდან უნდა იპოვონ  მაგ ფულის წყარო?“- აღნიშნავს „გირჩის“ ლიდერი.

ფორმალური მოთხოვნილება დააკმაყოფილეს კანონით, დადრაფტეს და  პარლამენტში შეიტანეს, – აღნიშნავს იგი.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბიუჯეტი შესამცირებელია, როგორც შემოსავლების  ასევე- ხარჯების ნაწილში.

ჩემი აზრით, ეკონომიკის სამინისტრო უნდა გაუქმდეს და მისი ბიუჯეტი, რომელიც რამდენიმე ასეული მილიონია მთლიანად ეკონომიკაშია დასატოვებელი, კულტურის დაფინანსების უდიდესი ნაწილიც -95%, ასევე სპორტის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსებების წყაროებიც.

საქართველოს ბიუჯეტი გასანახევრებელია. ფული ეკონომიკაში უნდა დარჩეს, რომ  ამუშავდეს და ბიუროკრატებმა არ ჭამონ,“- განცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ – დასძინა ჯაფარიძემ.