ინგლისის ზოოპარკში განუწყვეტელი გინების გამო ხუთი თუთიყუში იზოლირებულ გალიებში გადაიყვანეს

ინგლისის ზოოპარკში განუწყვეტელი გინების გამო ხუთი აფრიკული, ნაცრისფერი თუთიყუში იზოლირებულ გალიებში გადაიყვანეს.
ისინი პარკში დაახლოებით 6 კვირის წინ მიიყვანეს და კარანტინის ტროს ერთ ოთახში მოათავსეს. პარკის აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ნიკოლსის თქმით, სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს თუთიყუშებმა, რომ გინება შეუძლიათ და ერთმანეთი წაახალისეს.
“გასული 25 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვხვდებოდნენ თუთიყუშები, რომლებიც უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ. მათ გინებას ყოველთვის კომიკურად აღვიქვამთ. თუმცა, რადგან ხუთივე თუთიყუში ერთ ოთახში იყო მოთავსებული, ნიშნავდა რომ ოთახი სავსე იყო გინებებით”. – აღნიშნა პარკის დირექტორმა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ თუთიყუშები ხალხის სიცილმა კიდევ უფრო წაახალისა.
ამ დროისთვის თუთიყუშები იზოლირებულ გალიებში არიან.
“თუ ისინი სხვა თუთიყუშებსაც ასწავლიან გინებას, გვეყოლება 250 უზრდელი ფრინველი, ამ შემთხვევაში არ ვიცი რა უნდა ვქნათ”. – დასძინა დირექტორმა.