თბილის-მარნეულის გზაზე “ქართული ოცნების” წევრს სცემეს

ქართული ოცნების საარჩევნო სპეციალისტ თემურ შუბითიძეს თბილის-მარნეულის გზაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მისი ძმის აღნიშვნით, შუბითიძის მანქანას უკნიდა ჯერ ავტომობილი დააჯახეს და გადმოსვლის შემდეგ ცემა დაუწყეს.
„ქართული ოცნების“ აღნიშვნით, ფაქტი წუხელ მარნეულში მომხდარ ინციდენტს უნდა უკავშირებოდეს.
“ეს ადამიანი არის საარჩევნო სპეციალისტი, ის უზრნველყოფს საუბნო საარჩევო კომისიებში ჩვენი წარმომადგენლების დაკომპლექტებას და როცა მარნეულში ვეღარ გაბედეს პროცოკაციის მოწყობა, ლაჩრულად სცემეს”,- აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.