საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი გაუწევს აზერბაიჯანს სამხედრო დახმარებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს აღნიშნვით, აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი საკმარისია „სომხეთის არმიის მოსაგერიებლად“, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი გაუწევს მას სამხედრო დახმარებას.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს და ჩვენ მართლები ვართ. სწორედ ასევე ვუჭერთ მხარს აზერბაიჯანს. თუკი საჭირო გახდება, დავეხმარებით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს შესაძლებლობები ყოფნის. ჩვენ მათთან სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს და აზერბაიჯანმა მიიღო ყველაფერი აუცილებელი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩვენგან და ეს მისი უფლებაა. ბრძოლის ველზე ჩვენ გავუწევთ დახმარებას, თუკი ასეთი აუცილებლობა იქნება“ -აღნიშნა ჩავუშოღლუმ.