“ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია”, – სააკაშვილი

გუშინ, მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ მომხდარი ფაქტი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა ნამდვილად მზადდებ, – აღნიშნულ განცხადებას 26 მაისის ღამეზე პასუხისმგებელი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.


„ის, რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე, ბოლნისში და გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით, 31 ოქტომბერს. ამ ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია, ძალადობის გზით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი რაღაცნაირად გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს. ეს, რა თქმა უნდა, არ გამოვა. ზუსტად ასე ცდილობდა შევარდნაძე, ზუსტად ასე ცდილობდა ბევრ ქვეყანაში ბევრი ავტორიტარული, გაკოტრებული ხელისუფლება და ყოველთვის ეს ერთი და იგივე რამით მთავრდებოდა – მათი გარდაუვალი მარცხით. ეს ასეც იქნება საქართველოში. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ისინი მიმართავენ ძალადობას და ტყუილებს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.