“რაც უფრო მეტ დემოკრატიას, უზრუნველყოფს საქართველო, უფრო მეტი წინააღმდეგობა მოდის რუსეთის მხრიდან”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეის არჩილ თალაკვაძის აღნიშნვით, რუსეთს არ შეუძლია საქართველოს მომავლის განსაზღვრა, არამედ ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს.
„საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გამოწვევებსა და პრობლემებს რუსეთდან – ჰუმანიტარული ვითარება, ადამიანის უფლეების დარღვევა და ყოველდღიური პროვოკაციები მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაც, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სტაბილურობას, ეკონოკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. თუმცა გვჯერა, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების გზით, კონსოლიდაციისა და საერთაშორისო დახმარების მეშვეობით, ჩვენ შევძლებთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიზიარებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ამაყები ვართ, რომ გვაქვს შესამჩნევი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი და როგორც უკვე აღვნიშნე, რაც უფრო მეტს ვაკეთებთ, მით უფრო მეტი აგრესია მოდის რუსეთიდან დეზინფორმაციის, რბილი ძალის ინსტრუმენტების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიური პროვოკაციების გზით,“- აღნიშნა თალაკვაძემ.