ხოაკინ ფენიქსსა და რუნი მარას პირველი შვილი შეეძინათ

რეჟისორმა, ვიქტორ კოსაკოვსკიმ, ციურიხის ფილმის ფესტივალზე აღნიშნა, რომ ხოაკინ ფენიქსსა და რუნი მარას პირველი შვილი შეეძინათ.
“მას ახლახან შვილი შეეძინა, ულამაზესი ვაჟი. რივერი დაარქვეს”. – აღნიშნა რეჟისორმა.
ცნობისთვის, რივერი ხოაკინ ფენიქსის ძმას ერქვა, რომელიც 1993 წელს 23 წლის ასაკში გარდაიცვალა.