“ნაცმოძრაობა” თავისუფალ სიტყვასთან ბრძოლას საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებით აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი აღნიშვნით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე.
ბოკუჩავა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მომავალ გეგმას დამოუკიდებელი ტელევიზიის ხილვის სურვილით ნიღბავს.
„აზრთა სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც იცით, რომ ადამიანების გადასახადების თანხებიდან ფინანსდება. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი რეიტინგი მუდმივად ეცემა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ტელევიზიას არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ბპოკუჩავამ.
მისი აღნიშვნით, გაუქმების შესახებ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმსჯელებს.
„ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს ამ საკითხზე, მას შემდეგ რაც შეიცვლება ხელისუფლება. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ ეს არხი გახდეს დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გულისხმობს, მათ შორის ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და არა მიკერძოებულობას სახელისუფლებო ნარატივისა და სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანის ინსტრუმენტად ქცევის, რადაც გადაიქცა ბოლო წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – თინა ბოკუჩავა.