“სლოგანი “დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ”, – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყერლიძის აღნიშვნით, სლოგანი “დარჩი სახლში“, რომელიც პანდემიის დროს საკმაოდ პოპულარული იყო, კვლავ უნდა დაბრუნდეს, განსაკუთრებით კი აჭარაში.
„გთხოვთ, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ნაკლები იყოს კონტაქტი და გარეთ სიარული. „დარჩი სახლში“ ეს სლოგანი ისევ დავაბრუნოთ, უპირატესად ამ ეტაპზე აჭარაში. მობილობის დაგდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, მნიშვნელოვანია ინფექციის შემდგომ არგავრცელებისთვის“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მან ივარაუდა, რომ კორონავირუსის შემთხვევები 200-დან 500-მდე შეიძლება პერიოდულად გაიზარდოს. თუმცა, მისივე აღნიშვნით, ვითარება სრულად მართვადია.
„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყევალზე დაბალი მაჩვენებლი გვაქვს ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები, თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი. ჯერჯერობით აჭარა რჩება ყველაზე ცხელ წერტილად. ანუ, ხდება კონცენტრირება ინფექციის დიდი ნაწილის, ეს მერყეობს 60-დან 75 პროცენტამდე სხვადასხვა დღეს. დღეისთვის აჭარაში სტანციონარებში არის 502, კოვიდ-სასტუმროებში 998, ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ 600-მდე ინფიცირებული. პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ამავე დროს, უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – დასძინა გამყრელიძემ.