შატილის გზაზე დაშავებული 3 პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთმა კლინიკა დატოვა, – აღნიშნულ განცხადებას თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე აკეთებს.

მისივე აღნიშვნით, დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია და სავარაუდოდ, კლინიკას დღეს დატოვებენ.