საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 296-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 296-ით გაიზარდა და 4 960-ს მიაღწია. ამასთან, გამოჯანმრთელებულთა ოდენობა გაიზარდა 60-ით და 1 819 გახდა.

საკარანტინო სივრცეში 5 584 ადამიანია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში – 836 პირი.

შეგხსენებთ, საქართველოში კორონავირუსს 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.