სელენა გომესმა თირკმლის გადანერგვის შემდეგ ნაიარევი პირველად გამოაჩინა

ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა, სელენა გომესმა სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც თირკმლის გადანერგვის შედეგად დარჩენილი ნაიარევი ჩანს.

“თირკმლის გადანერგვის შემდეგ, თავდაპირველად, ძალიან მიჭირდა ნაიარევის გამოჩენა. არ მინდოდა, ფოტოებში გამოჩენილიყო, ამიტომ ისეთ ტანსაცმელს ვიცვამდი, რაც მას დაფარავდა. ახლა, ისე როგორც არასდროს, თავდაჯერებულო ვარ იმაში, ვინც ვარ და რა გზაც გავიარე. ამით ამაყი ვარ. ყველა სხეული მშვენიერია”. – აღნიშნა გომესმა.

ცნობისთვის, მას 2017 წელს დასჭირდა თირკმლის გადანერგვა, ვინაიდან მას ქრონიკული დაავადება „მჭამელა“ დაუდინდა.

ოპერაციის საჭირო გახდა ბარძაყის წინა ვენის ამოჭრა, რამაც მას ნაიარევი დაუტოვა.