პანდემიის გამო ბრაზილიაში კარნავალი გადაიდო

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ყოველწლიური კარნავალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

ის 2021 წლის თებერვალში უნდა ჩატარებულიყო და კონკრეტულად რა დრომდე გადაიდო ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ კარნავალს ბრაზილიის ეკონომიკაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან ამ დროს ქალაქს მთელი მსოფლიოდან მილიონობით ადამიანი სტუმრობს.