“დავით ფურცხვანიძე ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა”

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, საზღვარგარეთ გამგზავრებას მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით აპირებდა, – აღნიშნულ განცხადებას დავით გუმბერიძე აკეთბეს.

აღსანიშნავია, რომ მას გასამგზავრებელი ბილეთი უკვე შეძენილი ჰქონდა.

„გამოძიებით დადგენილი გვაქვს, რომ ფურცხვანიძე აპირებდა საზღვარგარეთ წასვლას, მას უკვე ჰქონდა ბილეთები. რაც შეეხება იმას, რის ჩამოტანას აპირებდა, არ გავაკეთებთ განმარტებას. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა იმ მიზნით, რომ თავი აერიდებინა მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის, რაც ეკისრება წაყენებული ბრალდებით. ეს ითვალისწინებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთას “,- აღნიშნა გუმბერიძემ.