პროკურატურა დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება, – აღნიშნულ განცხადებას პროკურატურა აკეთებს.

„აღნიშნული ქმედება შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, საჭიროებდა დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით. ვინაიდან ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომი საადვოკატო საქმინობისგან მათ ჩამოშორებას, პროკურატურაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ ტექნიკაში უნებართვოდ შეღწევის საქმე“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.