“საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია აღებული”

ამირან გამყრელიძის აღნიშვნით, საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია აღებული და აგვისტოს ბოლოდან ტესტირების დინამიკა იზრდება.

„ქვეყანაში დღემდე ჩაბარებულია 587 259 „პისიარ“ ტესტი. ტესტირების დინამიკა არ მცირდება და ბოლო 1 თვის მონაცემებს მოგახსენებთ: 25 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე პერიოდში, ქვეყანაში საშუალოდ ჩატარებულია 5 568 „პისიარ“ ტესტი. 4-დან 13 სექტემბრამდე ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი იყო 8 466 ტესტი. 14 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე საშუალოდ გვაქვს 10 232 ნიმუში ანუ აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული ტესტირების დინამიკა არის მზარდი, აქ დამალული არაფერი არ არის და არის ზრდის დინამიკა, თუმცა ლაბორატორიები საკმაოდ დატვირთულია ამიტომ, აჭარაში გარკვეული დაგვიანებაც გვქონდა და ამ ადამიანებს ბოდიშიც მოვუხადე. ამასთან, ყველა ადამიანს, ვისაც ტესტს აუღებენ, აფრთილებენ, რომ სანამ პასუხს მიიღებს, სასურველია თვითიზოლაციაში იყოს, რომ თუ მას დადებითი პასუხი მოუვა, გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ“, – ამირან გამყრელიძე.