კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, – გამყრელიძე

კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, – აღნიშნულ განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აკეთებს.

„პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“, – ამირან გამყრელიძე.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში ამ დროისთვის 497 პაციენტი არის სტაციონარში, მათგან არის 70- მდე მძიმე.

“ზოგადად ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია. დღეს დილით ბათუმში 1 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 48 საათის განმავლობაში 5 პაციენტი დაიღუპა”, – ამირან გამყრელიძე.