ბელარუსში ქალების საპროტესტო აქციაზე 200-ზე მეტი პირი დააკავეს

„ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამართალდამცავებმა ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო მარშში მონაწილეობა 2 000-ზე მეტმა ქალმა მიიღო, სამართალდამცავებმა კი მათ გზა გადაუღობეს და ფურგონში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ცნობისთვის, ამ დროისთვი 200-ზე მეტი აქციის მონაწილეა დაკავებული.