“კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა”

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა, – აღნიშნულ განცხადებაას მარინა ეზუგბაია აკეთებს.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში 3306 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით, გახლავთ სულ 3502 დადასტურებული შემთხვევა.

196 ახალი დადასტრურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: 128 არის აჭარა, 30 – თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 – ქვემო ქართლი, 1-შიდა ქართლი, 4 – გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე აღნიშვნით, თბილისში ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა წყაროებთანაა დაკავშირებული.

„ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით, მაგრამ მათი ნაწილი ალბათ, არის საკარანტინე სივრცეებიდან, ნაწილს ალბათ მოგზაურობის ისტორია აქვს და მათი კონტაქტებია და ნაწილი ალბათ, ახლად გამოვლენილი შემთხვევებია“, – დასძინა ეზუგბაია.