“კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა”

კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80 პაციენტის კი მძიმე,- აღნიშნულ განცხადებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აკეთებს.

„გამოჯანმრთელებულების ციფრი გაიზარდა მხოლოდ 13-ით და შეადგენს 1494-ს.

ამ მონაცემებით, გამოჯამრთელებულების რაოდენობა არის 43 პროცენტი. კოვიდ ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობენ და მეთვალყურეობენ 1981 პაციენტს, აქედან 836 არის კოვიდ ცენტრებში მოთავსებული და მკურნალობას გადის, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და 80-მდე მძიმე პაციენტია, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.