საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 196-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 196-ით გაიზარდა და 3 502-ს მიაღწია. ამასთან, გამოჯანმრთელებულთა ოდენობა გაიზარდა 13-ით და 1 494 გახდა.

საკარანტინო სივრცეში 5 014 ადამიანია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში – 836.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.