ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა

ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა. მის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო – 10-მდე დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. 

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.