ლეგენდარულმა იკერ კასილიასმა კარიერა დაასრულა

მადრიდის “რეალისა” და “პორტუს” ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას 39 წლის ასაკში ასრულებს.

“ყველაზე მნიშვნელოვანია გზა, რომელსაც გავდივართ და ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან ამ გზაზე და არა დანიშნულების ადგილი. მე მგონი, უყოყმანოდ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემი გზა და საოცნებო მიზანი”. – წერს კასილასი.

ფეხბურთის გარეშე კასილიასი წელიწადზე მეტხანს რჩებოდა. თავისი ბოლო მატჩი მან 2019 წლის 26 აპრილს ჩაატარა, როცა „პორტუ“ „რიუ ავეს“ შეხვდა. მომდევნო თვეში მან ვარჯიშის დროს გულის შეტევა მიიღო და ოპერაცია გადაიტანა.

მიუხედავად ამისა, კასილიასი კარიერის დასრულებას არ ჩქარობდა. ახალ სეზონზე ის „პორტუს“ განაცხადში იყო და პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა, თუმცა „დრაკონების“ რიგებში წუთიც არ უთამაშია.