„კეზერაშვილი ელიტური კორუფციის ფუძემდებელი იყო”, – ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს თანხის გათეთრებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა:

„კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქვეყანაში ელიტური კორუფციის ფუძემდებელი იყო.

საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რომელშიც, რა თქმა უნდა, ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და კეზერაშვილი. მისი მინისტრი, ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება ვთქვათ,  არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში. სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს.

სამხედრო ძალების წინაშე დღემდე ასეულობით მილიონი ლარის დავალიანება აქვთ კომპანიებს, რომელთაც ხელშეკრულებები წინა ხელისუფლების მმართველობისას გაუფორმდათ“.