აბტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვეღარ გააგრძელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ აბტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვეღარ გააგრძელებს.

„ეს აბიტურიენტი ახლა გადის შესაბამის მკურნლაობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. რაც შეეხბა იმას, დაინიშნება თუ არა განმეორებითი გამოცდები, მას შემდეგ რაც ეს პროცესი დასრულდება, სამწუხაროდ ჩვენ გამოცდების განმეორებითი დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს,“ –  აღნიშნავს გორგოძე.

აღსანიშნავია, რომ იმ 9 აბიტურიენტს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ერთ სექტორში იყვნენ, კოვიდ ინფექცია არ დაუდგინდათ, შესაბამისად, უფლებას მიიღებენ გამოცდებზე გავიდნენ.