„ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით” – პედაგოგი გიორგი შაქარაშვილზე

პედაგოგი ლია ჩხეიძე 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

„ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით”- აცხადებს პედაგოგი.

აღნიშნულმა განცხადებამ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია და წერდნენ, რომ მსგავსი პედაგოგი ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„პროფილი რატომ წაშალე შე ნაგავო?! გეგონა სხვაგან ვერ მოგძებნიდა ქართველი ხალხი?! მეგობრებთან გადაღებულ სურათებზეც დაგიკომენტარებთ და გავაგებინებთ შენს მეგობრებს, რა ნეხვის გვერდით უტარებიათ მათი ძვირფასი დრო.

„დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ლია ჩხენკელი არ არის ამ ეტაპზე პედაგოგი, და არ უქმნის საფრთხეს მომავალ თაობას“.

„სულ უნდა გაყურებინოს კაცმა გიორგის და მისი გამწარებული ოჯახის სურათებს“, – დაუწერეს პედაგოგს პირად გვერდზე.