„გირჩი” “Tesla”-ს ავტომობილებს გაათამაშებს

„გირჩის“ მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის არჩევნებზე ქტივობის წასახალისებლად, “გირჩი” მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას  ხმას მისცემს, “Tesla”-ს ავტომობილებს გაათამაშებს.

რა არის ამისათვის საჭირო ?

– დარეგისტრირდით “გირჩის” პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში.

– 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას. – იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).

– საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე #მევიყავიარჩევნებზე.

“გირჩი” არ აპირებს, რომ გადასახადების გადამხდელებისგან ფული აიღოს. ბევრი ვიფიქრეთ რა გვექნა ამ ფულისთვის და გადავწყვიტეთ ის გამოვიყენოთ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მოტივაციის გასაზრდელად. პარტიისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ფულით შევიძენთ ავტომობილ Tesla-ს, რომელსაც გავათამაშებთ. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს “გირჩი”, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, მით მეტი Tesla-ები გათამაშდება”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.