სამხედრო დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება.

”გუშინ, 12 ივლისს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს პროვოკაციული მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თავს დაესხნენ ჩვენს სასაზღვრო პუნქტებს, რომლებიც მდებარეობს ტავუშის რაიონის სოფელ მოვსეს მიმართულებით. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები მკაცრად დასაგმობია. დღეს დილით ეს ოპერაციები განახლდა. აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონალური დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მას თურქეთის მიდგომა აშფოთებს.

„შემაშფოთებელია რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ასახული, სადაც აზერბაიჯანის ქმედებების მიმართ აშკარა და უკვე ტრადიციული ანტისომხური ლოგიკით უპირობო მხარდაჭერაა გამოხატული,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო.