64 შემოწმებული ფიტნეს ცენტრიდან მოთხივნა მხოლოდ 25-მა დააკმაყოფილა, ხოლო 30 აუზიდან – 17-მა

დღევანდელი მდგომარეობით, 64 შემოწმებული ფიტნეს ცენტრიდან მოთხივნა მხოლოდ 25-მა დააკმაყოფილა, ხოლო 30 აუზიდან – 17-მა.

„აქედან შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო არ იყო მზად 21; ამასთან, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად.

ამასთან, შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17; ვერ აკმაყოფილებს 6; არ იყო მზად 2; სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა)“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.