რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსული მედიის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 647 849-მდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 154 პირი ემსხვერპლა, რითაც 9 320-ს მიაღწია.

ცნობისთვის, ინფიცირებულთა ოდენობის მიხედვით რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით მესამეა.