“ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ, მიუღებელია”

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ, მიუღებელია.

“როცა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადებებით გერმანიის ელჩის მიმართ, აბსოლუტურას მიუღებელია. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების რეაქცია ფაქტთან დაკავშირებით და ჩვენც ბუნებრივია, გვაქვს ანალოგიური რეაქცია,”- აღნიშნავს კობახიძე.