“გოგონას სხეულის 37% დამწვარი აქვს”, – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, 24 წლის გოგონა, რომელსაც ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ირკვევა, რომ გოგონას სხეულის 37% დამწვარი აქვს და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ არ გამოსულა.

„გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული“, – აღნიშნავს ქაშიბაძე.

სამართალდამრღვევი 24 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.