მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთი პანდემია – ჩინეთში ვირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

მკვლევარები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.

მეცნიერების განცხადებით, მას “ყველა ნიშანი” აქვს, რომ ადაპტირდეს და ადამიანებზე გავრცელდეს. რადგან ვირუსი ახალია, ადამიანების მეტ ნაწილს მის მიმართ იმუნიტეტი არ ექნება.

კვლევის თანახმად, დაავადება ჩინეთის 10 პროვინციაშია გამოვლენილი. გარდა ამისა, G4-ის ანტისხეულები ღორების ფერმებში დასაქმებულთა 10%-ის სისხლშია გამოვლენილი. მკვლევრები შიშობენ, რომ ვირუსმა შეიძლება, მუტაცია განიცადოს, ადვილად გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე და გამოიწვიოს გლობალური დაავადება.

ექსპერტები ამბობენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი შტამის გამოვლენა, რომელსაც პანდემიის გამოწვევა შეეძლება, დაბალია, ყურადღებით ყოფნა აუცილებელია, რადგან, როგორც ჟურნალ Science-ის ბიოლოგმა, მართა ნელსონმა განაცხადა, გრიპმა შესაძლოა, გაგვაკვირვოს. მისივე თქმით, არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ ამჟამად გრიპებისა და სხვა საფრთხეების უგულელბელყოფას ვახდენთ.