პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს

პარლამენტი მიმდინარე კვირაში, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. დღეს ამ საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. განხილვას ოპოზიციური პარტიებიც დაესწრებიან.

როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომლის მიზანი, ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაა. პარლამენტი ამ საკითხს მიმდინარე კვირის ბოლოს დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსით დარეგულირდება ის წესებიც, რომელთა დაცვა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად იქნება აუცილებელი. ცვლილებების პროექტს კანონმდებლები რიგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ხვალ უყრიან კენჭს.