ევროკავშირი: ვგმობთ გერმანიის ელჩზე პარტიებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს

“ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ პარტიებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ”- ევროკავშირი საქართველოში გერმანიის ელჩის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორი, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირში მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც მან განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას სახელი ნახსენები არ არის.

ამ განცხადების შემდეგ, ჰუბერტ ქნირში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილა “ქართული ოცნების” ლობირებაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან მისი გაწვევა მოითხოვა. “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ კი ქნირშს “თარგმანში დაკარგული” უწოდა.