COVID-19 -ის 2 ახალი შემთხვევა საქართველოში – გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში 2-ით გაიზარდა. შესაბამისად ამჟამად 928 დაინფიცირებული ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 794 გახდა.

კარანტინის რეჟიმში 2809 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 229